რუსეთმა ვერ განახორციელა ხარკოვის ოპერაცია, მაქსიმალურად ვზღუდავთ და ვანადგურებთ რუსულ შენაერთებს | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

რუსეთის არმიამ ვერ განახორციელა ხარკოვის ოპერაცია და ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი შედეგი -  განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 8 ივნისს საღამოს ვიდეომიმართვაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან საუბრის შემდეგ. 

"ახლა ჩვენ მაქსიმალურად ვზღუდავთ მათ და ვანადგურებთ რუსულ შენაერთებს, რომლებიც შემოდიან ჩვენს მიწაზე და ატერორებენ ხარკოვის რეგიონს. მიმართულება გაძლიერებულია და კიდევ უფრო გაძლიერდება", - ამბობს ზელენსკი.

რუსულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონზე შეტევა მაისის შუა რიცხვებში გააძლიერეს. ოკუპანტის მიზანი ე.წ. სანიტარული ზონის შექმნა იყო საზღვარზე, ბელგოროდის დაბომბვისგან დასაცავად, თუმცა, რუსულმა ჯარებმა ვერ მოახერხეს რუსეთ-უკრაინის საზღვრის გრძელ მონაკვეთზე კონტროლის დამყარება. მათ ვერ აიღეს ვოლჩანსკი, სადაც ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს; უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ აკონტროლებენ ქალაქის უმეტეს ნაწილს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი