დანიის პრემიერმინისტრ, მეტე ფრედერიკსენზე თავდამსხმელს 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი დანიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ პროკურორი 26-დღიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ სასჯელის ვადად 12 დღე განსაზღვრა. თავდამსხმელი პატიმრობაში 20 ივნისამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ დანიის პრემიერმინისტრს, პარასკევს კოპენჰაგენის ცენტრში დაესხნენ თავს, რის შედეგადაც მან მცირე დაზიანება მიიღო და შაბათისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა. დანიის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი მეტე ფრედერიკსენზე თავდასხმას "პოლიტიკურად მოტივირებულად" არ მიიჩნევენ. პრემიერმინისტრზე თავდასხმისთვის 39 წლის პოლონეთის მოქალაქე დააკავეს.