ავტომობილების ქარხანა და ტყვია-თუთიის საბადოები | ჩინური გეგმები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში

გამოქვეყნდა:

ავტომობილების ასაწყობი ქარხნის გახსნითა და კვაისის ტყვია-თუთიის საბადოები - ჩინელი ინვესტორები საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა საქმიანობითაა დაინტერესებული. ცნობილია, რომ ჩინეთის დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გასულ თვეებში ორჯერ იყო ჩასული. 

ამის შესახებ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ოკუპირებული რეგიონის მარიონეტი რეჟიმის წარმომადგენელმა, ე.წ. პრემიერმინისტრმა, კონსტანტინე ჯუსოევმა ისაუბრა.

"ნამდვილად, მაისში ჩვენთან ჩამოვიდა ორი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდა. ერთი დელეგაცია დაინტერესებული იყო კვაისის ტყვია-თუთიის საბადოთი, მეორე ჩამოვიდა შემოთავაზებით, რომ ჩვენთან, სამხრეთ ოსეთში გაეხსნათ ქარხანა ჩინური ავტომობილების ასაწყობად." - თქვა ჯუსოევმა.

მისივე თქმით, მარიონეტული რეჟიმის დელეგაცია ჩინეთში ჩასვლას ამ წლის ოქტომბერში აპირებს და მოლაპარაკებები უფრო დაწვრილებით გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი