ვინ აშენებს ანაკლიის პორტს? | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკია უკვე ყოველგვარი კეკლუცობისა და შეფარვის გარეშე ანტიდასავლური გახდა - სინამდვილეში ის ასეთი იყო ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, უბრალოდ ამ გეოპოლიტიკურ მავნებლობას ის 12 წლის განმავლობაში ფუთავდა სხვადასხვა ნიღბით. ახლა მეფე შიშველია და მთელი მსოფლიოსთვის თვალხილული გახდა ის, რომ საქართველოს მართავს პრორუსი ოლიგარქი, რომელიც ქვეყანას პუტინის მარწუხებში მიათრევს.

ამ დასავლეთისთვის ზურგის შექცევის პოლიტიკის გაგრძელებაა ანაკლიის პორექტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ისე გადაულოცა მთავრობამ საეჭვო წარსულისა და ინეტერესების ჩინურ კომპანიას, რომ ქვეყნის სუვერენული ინტერესები არც კი გახსენებია.

მაინც რა დგას ჩინური სახელმწიფო ჰოლდინგის საქართველოში შემოყვანის მიღმა - ანაკლია სხვათაშორის არაა ერთადერთი, რასაც ეს სამხედრო სამშენებლო კომპანია გააკეთებს. მათ შორისაა ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობაც. ახალი აეროპორტი კარგია, მაგრამ მას ფაქტიურად ეწერება ვაზიანის სამხედრო ბაზის მომავალი. ამ ბაზის გაუქმება კი რუსების მთავარი მოთხოვნა იყო, როცა 2006 წელს თავისი ჯარები საქართველოდან გაიყვანეს.

ერთი სიტყვით, ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ყველა სფეროს და სტრატეგიულ ობიექტს თმობს და ყოველ ჯერზე, პირდაპირ თუ ირიბად, ეს დათმობები სწორედ რუსეთის ინტერსებს ემსახურება ხოლმე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი