სანქციები "ოცნების" ხელისუფლებისთვის | დასავლეთის უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს

გამოქვეყნდა:

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორმა წამყვანმა ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა რამდენიმე საათის წინ სტრატეგიული თანამშრომლობის გზამკვლელვი გამოაქვყენეს. 66-პუნქტიან დოკუმენტში, რომელიც ორი პრეზიდენტის, მაკრონისა და ბაიდენის ავტორობით არის მიღებული, მე-9 პუნქტი საქართველოს შეეხება. 
კერძოდ, პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს და დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

ამ ძალიან მაღალი ტრიბუნიდან მოწოდებისა და გაფრთხილების პარალელურად, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნები შეერთებულმა შტატებმა უკვე დაასანქცირა. მართალია, პირველ ეტაპზე ეს შეზღუდვა მხოლოდ შტატებში მოგზაურობას კრძალავს და 30-მდე პირს შეეხება. მაგრამ, ყველას ესმის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. 

შესაძლოა პრორუსი ოლიგარქის თანაგუნდელები გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებენ და სანქციებზე ხუმრობასაც ცდილობენ, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი მათი ფინანსების გაყინვაა. თუკი აქტივები უცხოეთში აქვთ, და ამ შემთხვევაში მნიშნველობა აღარ ექნება ეს ამერიკა იქნება თუ ევროპა, მათ აღარ შეეძლებათ ქონების ყიდვა-გაყიდვა, და გაიყინება მათი საბანკო ანგარიშები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი