სოფო გოლეთიანი და თეიმურაზ პაპასქირი - გაიცანით "ახალის" გუნდის წევრები | თეა ადეიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

დღეს საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზეა - არც საქართველოს დამოუკიდებლობა, და მითუმეტეს არც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობა არ არის თავისთავადი მოცემულობა. უფრო პირიქით, საზოგადოების, მისი აქტიური მოქალაქეების მოდუნება საკმარისია იმისთვის, რომ პრორუსი ოლიგარქის რეჟიმმა საქართველოს ჩრდილო კორეის კავკასიურ ვერსიად გამოაცხადოს. ამის განზრახვასაც ვხედავთ, და პირველ ნიშნებსაც.

ჩვენი შემდეგი რეპორტაჟის გმირებმა სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართვა. შესაძლოა მანამდე ამაზე არც ეფიქრათ, მაგრამ ახლა, როცა ქვეყნის ყოფნა-არყოფნა დგას დღის წესრიგში, ყველა მოქალაქე საკუთარ წილ პასუხისმგებლობაზე უნდა დაფიქრდეს.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი