
თბილისი მერიის განცხადებით, გამგეობებსა და სერვისცენტრებში პენსიონერების რიგები არ წყდება. მათი თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერია 200-ლარიან დახმარებას გასცემს.
აღნიშნული ინფორმაციის გამო, რომელიც სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა, დღეს დილიდან გამგეობების სერვისცენტრებში პენსიონერების რიგები არ წყდება. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, აღნიშნული დახმარების შესახებ შეიტყვეს, - წერია მერიის განცხადებაში.
მერია ნებისმიერ პირს მოუწოდებს, მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცლებეისგან თავი შეიკავონ.