ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია! გალერეის კედელზე ერთი არტისტის მიერ დატოვებულომა ერთმა წარწერამ თვეების შემდეგ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეების პროტესტმა და ხელისუფლების ცინიკურმა პასუხმა და ქვეყნის ბნელში ჩათრევის დაუფარავმა მცდელობამ, რასაც პრორუსული ხელისუფლების წარმომადგენლები ასე მონდომებით ცდილობენ, ცხადია ხელოვნებიც კიდევ ერთხელ დააფიქრა იმაზე, საით მიდის ჩვენი ქვეყანა და რამდენად მძიმე ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე დგას თითოეული ჩვენგანი.