ეგზიპტოლების მიხედვით, პროევროპული პარტიების დიდი კოალიცია ევროპარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა - ამ დროისთვის, ეგზიპტოლების მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ პროევროპული პარტიების დიდი კოალიცია ევროპარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს. 

წინასწარი მონაცემებით, ევროპარლამენტში 720-დან 398 დეპუტატი პროევროპული კოალიციიდან იქნება. 

ამ დროისთვის მანდატები ასე გადანაწილდება: 

 

ცნობილი ხდება, რომ უმრავლესობით წარმოდგენილი ევროპის სახალხო პარტია EPP 181 დეპუტატით იქნება, სოციალისტები და დემოკრატები (S&D) 135 დეპუტატით, პარტია ევროპულ განახლებას (Renew Europe) კი 82 დეპუტატი ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნები დღეს დასრულდა. 4 დღის განმავლობაში ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში ამომრჩევლები ხმის მისაცემად მიდიოდნენ, რათა ევროპარლამენტის 720 დეპუტატი აერჩიათ.  ამ დროისთვის 15 ქვეყნის წინასწარი შედეგებია ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი