ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიიამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა ბიულეტენების 21%-ის დათვლის შემდეგ. ამ მონაცემების მიხედვით "ესპრეზიდენტის", ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს.

მეორე ადგილზეა ოკუპირებული რეგიონის ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პარტია, მესამე ადგილზე კი კომუნისტური პარტიაა.

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გუშინ, 9 ივნისს გაიმართა. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი