ბრიტანეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს | საელჩო

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის საელჩო X-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ბრიტანეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

"დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს, საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში," - წერია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი