მოწმე პოლიციელებს ჩვენებები აერიათ | ნაცემი ახალგაზრდების სასამართლო გორში

გამოქვეყნდა:

პოლიციელები, რომლებმაც გორში სავარაუდოდ, ახალგაზრდებს სცემს და  საკუთარი თავები მსხვერპლებად გამოაცხადეს, დღეს მოსამართლის წინაშე წარდგნენ.

საქმე ეხება “მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, სადაც საუბარი იყო სამართალდამცველების მძიმე გადაცდომების შესახებ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამართალდამცავებს ჩვენებები აერიათ და მოსამართლეს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები მიაწოდეს. სხდომაზე მოწმის სახით სამი პოლიციელი იყო დაბარებული, თუმცა მათგან მხოლოდ ორის გამოკითხვა მოესწრო. 

"ბრალდების მხარემ და პროკურატურამ იმის ნაცვლად, რომ მოეხდინათ ადეკვატური რეაგირება მომხდარზე, შექმნეს მოდელირებული სინამდვილე. რასაც მოწმე ამბობდა იყო მოგონილი, მოფიქრებული ერთი მიზეზით, რომ შეიქმნას მოჩვენებითი  სინამდვილე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები წინააღმდეგობას უწევენ პოლიციელებს, აყენებენ შეურაცხყოფას და თუკი თვითონ დაზიანებას იღებენ, კარებს ეჯახებიან და არა იმიტომ, რომ  პოლიცია ძალადობს მასზე" - ამბობს  ახალგაზრდების ადვოკატი რეზო რევაზიშვილი.

მისივე თქმით, საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება ახალგაზრდების საწინააღმდეგოდ. 

შეგახსენებთ, გორის პოლიციის თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებენ. ოჯახები ამტკიცებენ, რომ სამ ახალგაზრდას სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ და ამის შემდეგ მათ ხელბორკილები გამოგონილი ბრალდებით დაადეს. “მთავარმა” მოიპოვა საქმის მასალები და მოახერხა ყველა იმ პოლიციელის იდენტიფიცირება, რომლებიც მორიგ სავარაუდო შეკერილ საქმეში მონაწილეობენ.

იხილეთ:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი