სისხლიანი კედლები, ტარაკნები და დასვრილი თეთრეული - რესპუბლკიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მოხვედრილი სტუდენტი, მარიამ საჯაია "მთავრთან" გაუსაძლის პირობებეზე საუბრობს. ასეთ ანტისანიტარიაში, მარიამი მეგობართან ერთად ორი დღის წინ დროებით მოათავსეს, სანამ კორონავირუსის ტესტზე პასუხს მიიღებდა. დღეს, 14 სექტმებერს გაიგეს, რომ ინფიცირებულები არ არიან, მაგრამ ვაურაუდობენ, რომ ამ პირობებში ჯანმრთელებიც დაინფიცირდებოდნენ.
მარიამი გვიყვება, რომ სამედიცინო პერსონალი სათანადოდ აღჭურვილი არ დახვდათ, სპეციალური ეკიპირების გარეშე ექიმები როგორც მათ, ისე კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ერთნაირად აკითხავდნენ. მედიკოსებმა მეგობრებს აუხსენს, რომ მათი პალატა კლინიკაში საუკეთესოა, იმ ფონზე, როდესაც არ ნიავდება და დამოუკდიებელი სველი წერტილებიც კი არ აქვთ.
როგორც აღმოჩნდა მარიამის მსგავსად სახელმწიფოს იმედი, რომ ინფიცირების შემთვევაში სათანადოდ უმკურნალებენ არ აქვს საზოგადოების ნაწილსაც. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან საბრძოლვევლად სამედიცინო სფერო მზად არ არის.
ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, სავარაუდოდ, ხელისუფელბა მიხვდა, რომ წინასაარჩევნოდ მკაცრი რეგუალციები და მოსახლეობის პანიკაც მათთვის ყველაზე მეტად დამაზიანებელია, ამიტომ, დღეს კიდევ ერთხელ საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ხალხს სიმშვიდსკენ მოუწოდეს და განმარტეს, რომ "სიტუაციას სრულად აკონტროლებენ"
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს აუხსნა, რომ ქვეყანაში დღეს 2 400 საწოლი და 2 200 სასუნთქი აპარატია. უცნობია, რეალურად რამდენი საწოლი და სუნთქვის აპარატია ქვეყანაში გამართული. პანდემიიის პირველი ტალღის დროს ჯანდაცვის მინსიტრი უფრო მაღალ ციფრს ასახელებდა, სხხვადასხვა ციფრები სახელდება ახლაც.
"მთავრი არხი" პანდემიის დასაწყისში ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ რთულ პირობებს აქტიურად აშუქებდა. მაშინ პაციენტები ამაზე ხმამაღლა საუბრობდნენ. ის, რომ საავადმყოფოები რთულ ვითრებაში აღმოჩნდნენ და კორონავირუსთან საბრძოლველად მზად არ არიან - იციან ოპოზიციაში, ხელისუფლებას კი უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ მთავრობა მეორე, გაცილებით დიდი ტალღისთვის მზად არ არმოჩნდა , ამას კი კორონავირუსის ფორნდში არსებული აუთვისებელი მილიონებით და არაეფექტური შვიდი თვის მჯუშაობით ხსნიან.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი უცვლელი დარჩა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში: