ქართული საზოგადოების სურვილის პატივისცემა და ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნება - ეს არის მთავარი მოწოდება დემოკრატიული სამყაროს ორი მთავარი ლიდერისგან. ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი ორი ქვეყნის საერთო პოლიტიკურ პერსპექტივაზე დოკუმენტს აქვეყნებენ, რომელშიც პირველ რიგში ქართული ოცნების ხელისუფლებას მიმართავენ. ქართული ოცნება კი ჯიუტად დუმს და აშკარაა რომ მმართველი პარტია პოლიტიკურ ტვირთს ვეღარ უძლებს. ბიძინა ივანიშვილის კლანის ლიდერები გარეგნული გულგრილობის მიუხედავად ვეღარ მალავენ მღელვარებას და წყობიდანაც ხშირად გამოდიან. ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ საერთაშორისო ზეწოლის წინაშე მმართველ კლანს ერთადერთი გზა დარჩა - ხელისუფლებიდან წასვლა.