"აქ მთავარი, მე მგონი, არის ის, რომ ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს და უპირველეს ყოვლისა ევროპის პოლიტიკის შემქმნელებმა განსაკუთრებით, როგორც ჩანს, მათ გარკვეულწილად ევროპის მოსახლეობის პულსიდან ხელი აიღეს გარკვეულმა ჯგუფებმა და მივიღეთ რა, რომ სურათი არის შემდეგნაირი, რომ ის რასაც ულტრალიბერალური ფრთა, თუ ასე ვთქვათ ხაზი, რომელიც დომინანტობდა, გარკვეულწილად ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში იქნა ფუნდამენტურად შეცვლილი....
საფრანგეთში ხედავთ, რომ ბატონ მაკრონს მოუწია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება [...] 7 ივლისამდე, საფრანგეთს მოდი მივცეთ საშუალება, რომ დავასვენოთ ეს ხალხი, იმიტომ, რომ მათ თავის პრობლემები აქვთ. ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ხმების კუთხით თუ გადავხედავთ, რუკას შევხედავთ, იქ არის კატასტროფული მდგომარეობა, პრაქტიკულად, პარიზში ოდნავ არის რაღაც ნიშანი იმისა, რომ მკარონის თუ მოდი ასე ვთქვათ, მისი ხაზი, იყოს რაღაცნაირად მბჟუტავი. დანარჩენ ყველა ქალაქში თუ კომუნაში კატასტროფული მდგომარეობაა. ანუ მისი პოლიტიკა არის პირდაპირ კრახი, რადგან პირდაპირ უთხრეს უარი".
ამბობს "ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის არჩევნებზე საუბრისას "პალიტრანიუსის" ეთერში.