რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიწყო არასტრატეგიული (ტაქტიკური) ბირთვული ძალების წვრთნების მეორე ეტაპი. წვრთნებში ბელარუსის შეიარაღებული ძალების ნაწილებიც მონაწილეობენ. რუსული მხარე ამბობს, რომ "შემუშავდება" არასტრატეგიული ბირთვული იარაღის "საბრძოლო გამოყენების" საკითხები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ სწავლების მიზანია ქვედანაყოფების მზადყოფნის შენარჩუნება ორი ქვეყნის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისათვის, რათა უზრუნველყოს სამოკავშირეო სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
სწავლების პირველი ეტაპი 21 მაისს დაიწყო. მასში ჩართული იყო "ისკანდერის" კომპლექსი და ჰიპერბგერითი რაკეტები "კინჟალი".
ბელორუსმა ტაქტიკური ბირთვული იარაღის მატარებლების გამოცდა 7 მაისს დაიწყო.