
საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე ბერლინში ჩავიდა სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენცია (URC2024) იმართება. მედიასთან კომენტარის დროს მან თქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები.მისივე თქმით, ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის მიმართ განსაკუთრებული სოლიდარობით გამოირჩევა და რომ მთავრობის ვალია ყველაფერი გააკეთოს, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას.
"ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები, ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, თქვენ გახსოვთ მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტიური გაძევება უკრაინიდან, ეს არ იყო, მე ვიტყოდი, მართებული ნაბიჯები, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენ სწრაფვას, იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის", - თქვა კობახიძემ.