"ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაციისას, სავარაუდოდ, დარბაზში არ მყოფი კოლეგების ბარათებიც გამოიყენეს | კვორუმი მაინც ვერ შედგა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება. კენჭისყრა უკვე ორჯერ ჩავარდა. თავდაპირველად რეგისტრაცია 71-მა დეპუტატმა გაიარა, მეორე მცდელობისას კი ტაბლოზე  73 დაფიქსირდა, კვორუმს კი 76 დეპუტატი სჭირდება.

თუმცა მეორე კენჭისყრა სავარაუდოდ დარღვევებით ჩატარდა. კერძოდ, დარბაზში არ იმყოფებოდა "ოცნების" დეპუტატი კახი კახიშვილი და მის მაგივრად რეგისტრაცია სხვამ გაიარა. ვინ, უცნობია. გამოიყენეს დიმიტრი ხუნდაძისა და დიტო სამხარაძის პულტებიც, რადგან კენჭისყრისას დარბაზში არც ისინი იმყოფებოდნენ. 

მესამე კენჭისყრა 15 საათზე დაიწყება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი