"პატარა კაცი, დრო და ტრუბადური" - ჰოლანდიელი რეჟისორის ფილმი აფხაზეთში დაბადებულ ხელოვან კაცზე

გამოქვეყნდა:

სიპა ლაბახუა, კაცი რომელიც საბჭოთა საქართველოში, აფხაზეთში დაიბადა. სამშობლოს დატოვება ოჯახთან ერთად ომის დროს მოუწია, თუმცა წლების შემდეგ დაბრუნდა.

კითხვები საკუთარ ნამუშევარში ჰოლანდიელმა რეჟისორმა ინეკე სმიტსმა დასვა და ფილმის ნახვის შემდეგ, იმედი აქვს, რომ ბევრი პასუხებსაც გასცემს. მთავარ გმირთან  ერთად იმოგზაურა აფხაზეთში, რამდენიმე წლის წინ, თუმცა ეს მისი პირველი სტუმრობა არ ყოფილა. 

დაბრუნდა და 5 წელი იმუშავა ფილმზე, თუმცა გადაღებებს ბევრად ნაკლები დრო დასჭირდა, მთავარი ადამიანებთან საუბარი და მათი ისტორიების გაგება აღმოჩნდა. დღეს როდესაც რეჟისორი თბილისში იმყოფება და ფილმს ჩვენება ხვალ ქართველი მაყურებლისთვისაც იგეგმება, ერთი დღით ადრე საკუთარ შეხედულებებსაც გვიზიარებს. 

ჰოლანდიელი რეჟისორი საქართველოს და ქართველების შესახებ საკუთარი ნამუშევრებით ხშირად საუბრობს. მისი ბოლო დოკუმენტური ფილმიც "პატარა კაცი, დრო და ტრუბადური, უნდოდა რომ ქართველ მაყურებელს ენახა, მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა და კოვიდ 19-ისგან გამოწვეული სირთულეებისა. დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფარგლებში ინეკე სმიტსის ფილმს ხვალ აჩვენებენ, სინედოკ თბილისი მუშაობას აგრძელებს განსხვავებული ფორმატით და მრვალფეროვანი პროგრამით. თუ ქვეყანაში ეპიდვითარება არ გაუარესდება ცინედოკის საფესტივალო ცხოვრებას ამ თვის ბოლოს დაასრულებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი