"ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის არსებითი ფინანსური დახმარების კორექტირება და შესაძლოა შემცირების ჩათვლით", - ასე პასუხობს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში "მთავარი არის" შეკითხვას პროექტების დაფინანსების შეჩერების თაობაზე.
თქვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად, ევროკავშირის წარმომადგენლობას სურს გაიმეოროს ის, რაც ევროკავშირმა განაცხადა: კანონი გამჭვირვალობის შესახებ წარმოადგენს უკანდახევას იმ ცხრა ნაბიჯიდან სულ მცირე სამში, რომელიც მითითებულია კომისიის რეკომენდაციაში კანდიდატის სტატუსის შესახებ, რომელიც მოწონებულია ევროკავშირის ლიდერების მიერ და უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ თავის წევრ ქვეყნებთან ერთად განიხილავს ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის. ამ შედეგებთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის არსებითი ფინანსური დახმარების კორექტირება და შესაძლოა შემცირების ჩათვლით, რომელსაც ევროკავშირი უძღვნის საქართველოს, - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.