
აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატის ოთხ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები აჭარიდან ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" გადაჰყავთ.
კლინიკაში ინფიცირებულების მდგომარეობის შესახებ კომენტარს ხვალ დილით გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 165 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 108 შემთხვევა აჭარას უკავშირდება.