
მეცნიერებმა ვენერაზე ფოსფინი აღმოაჩინეს, რაც იმას მოწმობს, რომ პლანეტაზე სიცოცხლის სავარაუდო ნიშნები დასტურდება.
მართალია, მკვლევრებს ვენერაზე სიცოცხლის აქტიური ფორმა არ უპოვიათ, თუმცა მათ მაინც აქვთ საბაბი, იფიქრონ, რომ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობს.
ფოსფინს დედამიწაზე წარმოქმიან მიკრობები, რომელთაც საარსებოდ ჟანგბადი არ სჭირდებათ. გარდა ამისა, ფოსფინი ზოგ შემთხვევაში ძალიან მაღალ წნევაზეც წარმოიქმნება, თუმცა ვენერაზე საამისოდ საკმარისი პირობები არ არსებობს. სწორედ ამიტომ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვენერაზე ფოსფინის პოვნა სიცოცხლის სავარაუდო ნიშნების დამადასტურებელია.
ფოსფინი ნიშნავს სიცოცხლეს, სიცოცხლის აღმოჩენა სხვა პლანეტაზე კი იმას, რომ დედამიწელები მარტო არ ვართ; ჩვენ, ალბათ, არც კი ვიცით რამდენი დაუსახლებელი და საცხოვრებლად ვარგისი ადგილი არსებობს გალაქტიკაში, - ამბობს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მოლეკულური ასტროფიზიკოსი.
ცნობისთვის, ვენერა დედამიწასთან მდებარე ყველაზე ახლო პლანეტაა. სტრუქტურულად ის ჰგავს დედამიწას, თუმცა ზომით უფრო პატარაა. მეცნიერები თანხმდებიან, რომ პლანეტზე, შესაძლოა, დიდი ხნის წინ სიცოცხლე არსებობდა. თუმცა ე.წ.სათბურის ეფექტმა (Greenhouse Effect) პლანეტის უდიდესი - თუ არა სრული ნაწილი, სიცოცხლისათვის შეუსაბამოდ აქცია.