ბალდის კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე მუქარის ბრალდებით დააკავეს

გამოქვეყნდა:

სამართალდამცავებმა ბალდის კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე დააკავეს. 31 წლის ინდიკო ბჟალავა მუქარის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო.

ასევე დაკავებულის, გელა ხურცილავას მეუღლე, სოფო ჯაყელაშვილი ამბობს, რომ მას ინდიკო ბჟალავა სახლში მიუვარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, აღნიშნული ქმარს უთხრა, რის შემდეგაც ძმები ხურცილავები საპროტესტო კარავთან მივიდნენ. სანამ კარვამდე მივიდოდნენ გზაში მათ ჩასაფრება მოუწყვეს მინდია და აჩი ბჟალავებს. მინდია ბჟალავა ცივი იარაღით დაჭრეს, ის კლინიკაში რჩება.

"ჩემთან იყო ზეწოლა, მოვიდა აქედან ბიჭი, მლანძღავდა და მაგინებდა და მოკვლით მემუქრებოდა. კანიონის თემაა, იქ დაიწყო ჩემმა მეუღლემ მუშაობა და მაგის გამო არიან გადმოკიდებულები. მე ვიყავი მარტო.[...] მერე ჩემ მეუღლეს ვუთხარი, შემეშინდა, არ მეთქვა?! მოგკლავთო, თქვენ ხართ მოღალატეებიო, მლანძღავდნენ, მაგინებდნენ, პოლიციაშია ჩემი ტელეფონი, გადავიღე", - ყვება ჯაყელაშვილი.

ოჯახი ამბობს, რომ რამდენიმე საათი ვერ უკავშირდებოდნენ ინდიკო ბჟალვას და არ იცოდნენ სად იყო ის და იყო თუ არა დაკავებული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს, ბრალდებული ი.ბ. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1983 წელს დაბადებულ ს.შ.-ს, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა", - ამბობს შსს ინდიკო ბჟალავაზე.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა თვეებია კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. გასულ წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი კერძო კომპანიას, 40 წლით იჯარით გადასცა.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი