"გილოცავთ რუსეთის დღეს..." | სომხეთის "ევროპული პარტიის" ლიდერი საქართველოში არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

სომეხი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, კინორეჟისორი, სომხეთის "ევროპული პარტიის" ლიდერი ტიგრან ხზმალიანი საქართველოში არ შემოუშვეს - ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ხზმალიანი წერს, რომ საქართველოში ერთდღიან საქმიან ვიზიტს გეგმავდა და წერს, რომ სამი საათის განმავლობაში ელოდა მესაზღვრეების პასუხს, რის შემდეგაც პასპორტი ახსნა-განმარტების გარეშე დაუბრუნეს. მას სომხეთში დაბრუნება ფეხით მოუწია.

"გილოცავთ რუსეთის დღეს..." - წერს ხზმალიანი ფეისბუქზე და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში არშემოშვების მიზეზად მითითებულია სტანდარტული ფორმულირება - "არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს".

ცნობისთვის, ხზმალიანი აქტიურად ემხრობა სომხეთს "ოდკბ"-დან გასვლას და  ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს, მისმა პარტიამ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარი დაუჭრა.

"მთავართან" საუბარში ტიგრან ხზმალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებთან გეგმავდა შეხვედრას

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი