
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყეს - ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს უკრაინის გენშტაბი. უწყების ცნობით, დარტყმების სამიზნეს ბელბეკთან და სევასტოპოლთან ერთი S-300 და ორი S-400 სისტემა წარმოადგენდა.
"დარტყმის შედეგად S-300 და S-400 კომპლექსების ორი რადარი განადგურდა. მესამე რადარის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საბრძოლო მასალა აფეთქდა სამ რაიონში, სადაც განთავსებული იყო საზენიტო-სარაკეტო სისტემები.