ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კარანტინია-ინფიცირებულია 5 ბენეფიციარი და 1 თანამშრომელი

გამოქვეყნდა:

​ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული. როგორც "მთავარ არხს" თავშესაფრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ უთხრა, კორონავირუსით სულ 5 ბენეფიციარი და 1 თანამშრომელია დაინფიცირებული. მისივე თქმით, ინფიცირებული თანამშრომელი სამსახურში 2 სექტემბრის შემდგ არ მისულა.

დეკანოზ იოანე ბარამიძის ინფორმაციით, ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შენობაში კი სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაატარეს.

ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის კოვიდინფიცირებული პაციენტები ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" გადაჰყავთ. განცხადებას ექიმები მათი მდგომარეობის შესახებ, ხვალ დილით გააკეთებენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი