ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს

გამოქვეყნდა:

სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) დატოვებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა.

"ჩვენ [სომხეთი] დავტოვებთ [ОДКБ].

ჩვენ გადავწყვეტთ როდის წავალთ. როგორ ფიქრობთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? შეგვიძლია უკან დაბრუნება? ... ჩვენ არ დავბრუნდებით უკან. ჩვენ უბრალოდ არ ვამბობთ [ამას], რომ თქვენი განწყობა მოულოდნელად არ დაეცეს," - განაცხადა ფაშინიანმა დეპუტატებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრისას.

კითხვაზე, რა მდგომარეობაში იქნებოდა სომხეთი და მთიანი ყარაბაღი იმ შემთხვევაში თუ ფაშინიანი არ იქნებოდა პრემიერი, მან უპასუხა: "კი, ეს კითხვა დამისვამს. გეტყვით, რა მოხდებოდა - იგივე იქნებოდა იმ ერთი სხვაობით, რომ სომხეთი გუბერნია იქნებოდა, ასი პროცენტით“. აღნიშნა ფაშინიანმა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი