მადრიდში, ევროკავშირის ოფისის წინ ქართველი ემიგრანტების აქცია გაიმართა. ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პრორუსულ ნაბიჯებს კიდევ ერთხელ აპროტესტებენ - დღეს მათ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირება მოითხოვეს. მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით: "სანქციები საქართველოს პრორუს ხელისუფლებას", "სანქციები ივანიშვილს", "სანქციები კობახიძეს".
აქციის მონაწილეების თქმით: "რუსეთუმე მოღალატე ხელისუფლება არის მოძალადე, უკანონოდ უსწორდება ახალგაზრდებს და ქვეყანას ხელს უშლის ევროკავშირისკენ სწრაფვაში."