"სამწუხარო ტენდენციაა... მე მაქვს ვიზა და შემიძლია გადაადგილება" | ლილუაშვილი აშშ-ის სანქციებზე

გამოქვეყნდა:

"სამწუხარო ტენდენციაა... მე მაქვს ვიზა და შემიძლია გადაადგილება", - ასე პასუხობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ჟურნალისტების შეკითხვას მის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით. სუს-ის უფროსი ზოგადად, აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებითაც საუბრობს.

არაფერი არ მიგვიღია. მე აგიხსენით, რომ... ეს თემა, სანქციების თემა უკავშირდება სავიზო შეზღუდვას, რომელსაც ნებისმიერი პირი... მე მაქვს ვიზა და შემიძლია გადაადგილება... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა მაინცდამაინც იქ ჩასვლის დროს გაიგოს თავის სანქცირების შესახებ. როდესაც ვიზაზე მიმართავს საელჩოს, იქ გამოჩნდება მისცემენ თუ არა. 

მეგობარი ქვეყნების კოლეგა უწყებები არიან თანამშრომლობის იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ვიმყოფებოდით ე.წ. "გამჭვირვალობის" კანონის მიღებამდე. არანაირი საფრთხე ამ თანამშრომლობას არ ემუქრება. პოლიტიკურ შიგთავსში მე ვერ შემოვალ.

[...]

ვერც მე და ვერც ვერავინ დაადასტურებს, არის თუ არა სიაში. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ განმეორდა, რაც განმეორდა წინათ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების, მოსამართლეების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ტონი, რითიც სტრატეგიული პარტნიორები, მეგობარი ქვეყნები ერთმანეთს უნდა ესაუბრონ.

თუმცა, იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პოლიტიკური დუღილი, ტემპერატურა დაიწევს და ისევ ჩვეულებრივ დავუბრუნდებით იმ პარტნიორულ ურთიერთობებს და გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას, - ამბობს ლილუაშვილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი