საქართველოს საელჩოს საკითხი რუსეთში | "ოცნება" უარყოფს, თუმცა მოსკოვში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა სულ უფრო აქტიურად განიხილება 

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის ხელისუფლება უარყოფს, თუმცა მოსკოვში სულ უფრო აქტიურად განიხილება საქართველოსა და ოკუპანტ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი. უკვე რამდენიმე დღეა რუსეთის პროპაგანდისტული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებაა. იმის გათვალისწინებით, რომ "ქართული ოცნება" კრემლთან მუდმივად ფარულ რეჟიმში თანამშრომლობს. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკურმა კლანმა შესაძლოა ამ შემთხვევაშიც ქვეყანა ფაქტის წინაშე დააყენოს.

რუსეთსა და საქართველოს შორის რომ ურთიერთობები უნდა აღდგეს, ამაში, ვფიქრობ, ორივე ქვეყნის დაინტერესება არსებობს. თუმცა, რუსეთი არ აპირებს უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, - ამბობს დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,  კონსტანტინ ზატულინი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი