იდეური პოლიტიკური ერთობა ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების ერთ-ერთი რეალური შესაძლებლობაა - საქართველოს პრეზიდენტი პროდასავლურ ძალებს ისევ იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილმა ისტორიული არჩევნების მნიშვნელობასთან ერთად თავის პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა. სახელმწიფოს მეთაური საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით მონაწილეობას გეგმავს. იქნება თუ არა ზურაბიშვილი პროდასავლური ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ეს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გამოიკვეთება და ამ შემთხვევაში მისი მთავარი კონკურენტი ოლიგარქი ივანიშვილი იქნება