სად წავა მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები? - მმართველ გუნდში დღეს ამტკიცებდნენ, რომ ხალხი იმ ფულს არ დაკარგავს, რომელიც მათ ხელფასიდან ყოველთვიურად ეჭრებათ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და მოსახლეობა დაამშვიდა, რომ ფონდში დაგროვილ 5 მილიონ ლარზე მეტს საფრთხე არ ემუქრება და რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საპენსიო სააგენტოს საქმიანობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დააინიცირეს. პაატა კვიჟინაძეს პარლამენტში ოპონენტებმა უპასუხეს და ხელისუფლება ხალხის ფულის მოპარვაში პირდაპირ დაადანაშაულეს.