
რატომ არ შემოუშვეს სომხეთის "ევროპული პარტიის" ლიდერი საქართველოში? - ოფიციალურ თბილისს, სომეხი ოპოზიციონერის ქვეყნის საზღვრიდან გაბრუნებაზე განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებია. ტიგრან ხაზმალიანი, დღეს, თბილისში ქართველ პროევროპელ პოლიტიკოსებთან გეგმავდა შეხვედრას, თუმცა ის საზღვრიდან უკან გააბრუნეს. ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც ხაზმალიანს ამ დრომდე შესვლა ეკრძალება - რუსეთია. პოლიტიკოსი აქტიურად გამოდის სომხეთის რუსული ორბიტიდან ჩამოშორების მოთხოვნით. ევროპული პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ მისი საქართველოში არ შემოშვების მიზეზი "ქართული ოცნების" პრორუსული პოლიტიკის შედეგია.
ავტორი: ზურა პეტროსიანი