"ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც საქართველოს ტერიტორიაზე იყო ჩასატარებელი, ჩავატარეთ" | ლილუაშვილი ჯაშუშების გამოვლენაზე

გამოქვეყნდა:

"ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც საქართველოს ტერიტორიაზე იყო ჩასატარებელი, ჩავატარეთ," - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა და ქვეყანაში შემოსულ და გამოვლენილ ჯაშუშებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"რამდენი ჯაშუშის დაკავებაც მოხდება დემონსტრაციულად, კამერების ან პოლიტიზირება თემის, ამას თავს უფლებას აძლევენ, მხოლოდ ძალიან დიდი განვითარებული ქვეყნები და იღებენ ადეკვატურ, სარკისებურ რეაქციას მეორე ქვეყნიდან ზუსტად იგივე ზომებით, ან უფრო მკაცრი ზომებით.

კი, ამან რა პროცესიც განავითარა "ნაციონალური მოძრაობის" დროს კარგად ვიცით. საქონლის, ასე ვთქვათ გადასაზიდ თვითმფრინავებში შეყრილი ჩვენი თანამემამულეები, 200 000 კაცი როგორი პატივის აყრით, როგორი ღირსების შელახვით და დამცირებით გამოგვიყვანეს. უამრავი ქსელი არის განეიტრალებული, წერილობით, უამრავი შეკითხვაა გაგზავნილი, როგორც გენერალურ პროკურატურისგან, იუსტიციის სამინისტროსგან, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან.. [პასუხი] არ მოგვივიდა. ეს ჩაითვალა იმ გარემოებად, რომ განცხადებას ჰქონდა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათი.

ის, რომ ბატონი ფარცხალაძე გამოიკითხა და ჩვენებაში იმაზე მეტი ინფორმაცია არ დააფიქსირა, რაც საჯარო სივრცეში გააკეთა ეს არ არის მტკიცებულება იმისა, რომ პირის მიერ... რა თქმა უნდა, გამოიკითხა შესწავლილი იქნა მისი ოჯახის წევრების ფინანსური ანგარიშები... ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც საქართველოს ტერიტორიაზე იყო ჩასატარებელი, ჩავატარეთ. როგორ წარმოგიდგენიათ ახალა, რუსეთის ფედერაციის კუთვნილ ტერიტორიაზე ქართველმა სპეცსამსახურმა, რომელმაც ოდნავი შეხებაც კომუნიკაციის დონეზე არ გაგვაჩნია, ვაწარმოოთ დამატებით, რაღაც სამოქმედო, ანუ მოქმედებები, რომლებიც გამოძიებას წინ წაწევს," - განაცხადა ლილუაშილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი