შურით გვისმენს ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და დაბალი ინფლაცია | თურნავა

გამოქვეყნდა:

"სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ამის საფუძველი არის ჯერ ერთი არსებული სტატისტიკა, იცით, რომ ამ  წლის პირველი ოთხი თვის ფაქტიური ზრდა ეკონომიკის არის საკმაოდ ძლიერი, საშუალოდ 9%. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს უკვე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეროვნული ბანკისთვის, ვინც პასუხისმგებელია ფინანსურ სტაბილურობაზე და ფასების სტაბილურობაზე, ეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა ერთდროულად გვაქვს ჩვენ დაბალ ინფლაციასთან. 

ეს არის საკმაოდ იშვიათი თანაწყობა, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრის დროს, საკმაოდ, პირდაპირ მინდა ვთქვა, შურით გვისმენენ ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, იმიტომ, რომ ერთდროულად - ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია, რომელიც 1%-ის ირგვლივ ტრიალებს".

თქვა "იმედის" ეთერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ. ცნობისთვის, რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი ევროსთან და დოლართან გაუფასურდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი