რუსეთის ქალაქ ყაზანში, ბრიქსის (BRICS) ქვეყნების სპორტულ ჩემპიონატი დაიწყო, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩინეთია. ჩემპიონატზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც მონაწილეობენ.
რაც შეეხება საქართველოს, საიტზე წერია, რომ მას ორი წარმომადგენელი , ელენე ქებაძე და ნინო ოძელაშვილი ეყოლება.
ორგანიზატორების ცნობითვე, ოკუპირებული ცხინვალიდან 22 მონაწილე იქნება 6 სახეობაში, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთიდან - 43 წარმომადგენელი 11 სახეობაში.
ბრიქსი (BRICS) ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გაერთიანებაა, რომელიც 2006 წელს, პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე ჩამოყალიბდა. 2017 წლიდან ყოველწლიურად ბრიქსის თამაშები იმართება. წელს ის 12-23 ივნისს ჩატარდება.