100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე. ერთმანეთს დემონსტრანტები და პოლიცია დაუპირისპირდა. ვითარება გუშინ საღამოს დაიძაბა. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულთა ნაწილი კლინიკებში რჩება. დაპირისპირების შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღეს სამართალდამცველებმაც.
მომიტინგეები პრემიერ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ვითარება კი მას შემდეგ დაიძაბა რაც პარლამენტის შენობისკენ მიმავალი ხალხი შეეცადა პოლიციელების კორდონი გაერღვია. საკანონმდებლო ორგანოში ამ დროს ფაშინიანის სიტყვით გამოსვლა მიმდინარეობდა. დაკავებულია 70-მდე ადამიანი. დაწყებულია გამოძიებაც - მასობრივი არეულობის, ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით.
ამ დროისათვის ერევანში სიმშვიდეა.