"მთავარი არხის" ინფორმაციით, აშშ-მ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტისთვის გამოყოფილი 13-მილიონიანი დახმარების პროექტი გაყინა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების მიერ დაანონსებული ურთიერთობების გადახედვის პოლიტიკა ამუშავებულია. "ქართული ოცნების" მიერ მიღებული რუსული კანონის შედეგები ყოველდღიურად ახლოვდება. "მთავარი არხისთვის" მოწოდებული ინფორმაციით შეერთებულმა შტატებმა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტისთვის გამოყოფილი 13-მილიონიანი დახმარების პროექტი გაყინა. არა და ამ პროექტით ქვეყნის ტვირთბრუნვის გაზრდისთვის საჭირო ულტრათანამედროვე აპარატურა უნდა შეძენილიყო.

ცხრა საათზე მთავარში, კიდევ რას ამბობს წყარო შეერთებული შტატების მიერ დაანონსებული ურთიერთობების გადახვედის პოლიტიკაზე და განიხილება თუ არა მათ შორის დახმარების შეჩერება ქართული ჯარისთვის

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი