სუს-ის უფროსი პრემიერის წინააღმდეგ | კობახიძე-ლილუაშვილს შორის დაპირისპირებაა

გამოქვეყნდა:

შიდა პოლიტიკური დაპირისპირების უარყოფა დღეს "ქართული ოცნების" დეპუტაციის მთავარი საქმე იყო. მმართველი პარტიის ლიდერები სრული გულმოდგინებით გამორიცხავდნენ არათუ დაპირისპირებას, გაუგებრობასაც კი პრემიერმინისტრსა და სუს-ის უფროსს შორის. არადა გრიგოლ ლილულაშვილმა ფაქტობრივად პოლიტიკური თანამდებობისთვის შეუსაბამო პირად გამოაცხადა ირაკლი კობახიძე. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დაუფარავად დასცინა პრემიერმინისტრის განცხადებას თავდასხმის მუქარის შესახებ და სრულად გამორიცხა ამ თემაზე რაიმე გამოძიების დაწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი