ბალდაში, დაჭრის საქმეზე დაკავებულ ძმებს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

სასამართლომ მარტვილში, ბალდაში მომხდარი თავდასხმის გამო დაკავებული ძმებს, გელა და გიგა ხურცილავებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. 

თავდასხმა სოფელ ბალდაში  11 ივნისის ღამეს მოხდა. დაჭრილია ორი მამაკაცი. ძმებს -  მინდია და არჩილ ბჟალავებს,  რომლებიც 7 თვეზე მეტია ბალდის კანიონის პრივატიზაციას აპროტესტებენ,  სანადირო თოფითა და ცივი იარაღით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.

ძმებ ხურცილავების პროცესი 29 ივლისს ჩაინიშნა.

კიდევ ერთ დაკავებულს, ინდიკო ბჟალავას მუქარას ედავებიან. მისი სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. 

ავტორი: ემა გოგოხია

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი