
შეერთებული შტატების ელჩის პირდაპირი გზავნილი ოლიგარქის ხელისუფლებას. რობინ დანიგანმა დღეს დიპლომატიური რევერანსების გარეშე ღიად დაადანაშაულა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში. ამერიკელი დიპლომატის დღევანდელი გამოსვლიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და ოფიციალური ვაშინგტონის პასუხი მმართველი გუნდის პროპაგანდასა და საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე უფრო მასშტაბური იქნება.
ავტორი: ნინო ბალანჩივაძე