ბუქარესტში გასამართ ეუთოს სამიტზე რუსეთის დელეგაციას არ დაუშვებენ. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ტელეგრამ არხზე წერს, რომ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ნოტა მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის დელეგაციის არც ერთ წევრს, ვიზას არ მისცემენ. მიზეზად უკრაინაში რუსეთის აგრესიაა დასახელებული:
"ბუქარესტში ივნისის ბოლოს დაინიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. ჩვენ, ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა ქვეყანამ, მივიღეთ ნოტა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. მასში ნათქვამია, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გათვალისწინებით“, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის არცერთ წევრს არ ექნება ვიზა, ან ქვეყანაში შესვლის უფლება.
ბრავო, რუმინელებო! თქვენ წვლილი შეგაქვთ ევროპაში თანამშრომლობისთვის ამ ოდესღაც სასარგებლო ორგანიზაციის განადგურებაში. ჩვენ აუცილებლად დავიმახსოვრებთ ამას" წერს კარასინი.