უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება | ელჩები ჩარჩო ფორმატზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის წარმომადგენლობის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს.

ელჩები პრინციპულად შეთანხმდნენ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოზე.
ბელგიის წარმომადგენლობა  პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციებს 25 ივნისს დანიშნავს." ნათქვამია ინფორმაციაში. 

ეს ნიშნავს, რომ სწორედ 25 ივნისს დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. 

ინიციატივას ამ დრომდე უნგრეთი ბლოკავდა, თუმცა საბოლოოდ თანხმობა განაცხადა.

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია 7 ივნისს გასცა.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი