იტალიაში გამართული სამიტის შემდეგ, G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინას 486 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს ზიანის ანაზღაურების სახით. თანხა ეფუძნება მსოფლიო ბანკის თებერვლის დათვლის მონაცემებს. "დიდი შვიდეული" შეთანხმდა, რომ ამ ქვეყნებში რუსული აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ მოსკოვი არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს.
G7 ქვეყნებმა ასევე დაგმეს რუსეთის "უპასუხისმგებლო და მუქარისშემცველი ბირთვული რიტორიკა".
G7-ის გადაწყვეტილებით, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი დოლარი გადაეცემა.
დასავლეთის ქვეყნებში, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივებია გაყინული.
სამიტი იტალიაში გაიმართა.