"უთხარი არა "ქართული ოცნების" ვიზიტს ბერლინში! არა რუსულ რეჟიმს!" | აქტივისტები ბერლინში, 21 ივნისს, 15:00 საათზე აქციას აანონსებენ

გამოქვეყნდა:

"უთხარი არა "ქართული ოცნების" ვიზიტს ბერლინში! არა რუსულ რეჟიმს!" - გერმანიაში, ბერლინში, 21 ივნისს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ადლონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველი აქტივისტების გაერთიანება ევროპაში, "გზა" აქციას აანონსებს

"გააგონე შენი ხმა სასტუმრო ადლონში შექოცებულ ოცნებას!

საქართველოს მთავრობა უტიფრად აგრძელებს საქართველოს საბოტაჟს. მათ ქვეყანა მიჰყავთ იზოლაციისკენ და საფრთხეში აყენებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ დროს კი განაგრძობენ ევროპულ ვიზიტებს, რომლის ფარგლებში ისინი 21 ივნისს ბერლინს ეწვევიან , რათა აღნიშნონ ეროვნული დღესასწაული, მაშინ, როდესაც პოლიტიკურად ყველაზე წყნარი პერიოდია და გერმანელი პოლიტიკოსების უმრავლესობა არ იმყოფება დედაქალაქში.

ჩვენ ჩვენი აქციით გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსული რეჟიმის ქართულ ოცნებას, რომ მათი ადგილი არ არის ევროპაში, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალზე და უღალატეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს!

21 ივნისს 15 საათზე სასტუმრო ადლონთან ახლოს, მისამართზე - Unter der Linden 76, ვიკრიბებით, რათა ერთად გავაპროტესტოთ მოღალატეთა ვიზიტი და არ მივცეთ საშუალება კომფორტულად იყონ იქ, სადაც ისინი მტრებს ხედავენ," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი