მიტროპოლიტი პეტრე დასჯილია მოციქულთა კანონის 55-ე მუხლით. სინოდის სხდომის ოქმი საპატრიარქომ უკვე გამოაქვეყნა. იმ შემთხვევაში თუკი კლერიკი გააკეთებს მსგავს განცხადებას, მოუწევს დატოვება საეპისკოპოსო ტახტის.
სინოდის გადაწყვეტილება შესაძლოა მსოფლიო პატრიარქთან გაასაჩივრონ. თეოლოგები ამბობენ, რომ მღვდელმთავრებმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს და გეგმავენ, რომ ეს გაასაჩივრონ. მათივე თქმით, ისინი ჯერ მეუფე პეტრეს მოუსმენენ. თუ მეუფე მისივე ნათქვამის დამტკიცების შეძლებს და ამის შემდეგ მღვდელმთავრები დაკისრებულ სასჯელს არ მოუხსნიან, მაშინ ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ.
„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს ჰომოსექსუალური ლობი, შესაბამისად, მეუფე პეტრემ წამოჭრა აღნიშნული საკითხი, დააყენა ინიციატივა, რომ მოიკვლიონ და მოხდეს სადამსჯელო ღონისძიებები საეკლესიო სამართლებრივი მექანიზმებით განხორციელება და ის, პრაქტიკულად, შეეწირა ამ ინიციატივას. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლოა, უმაღლეს ინსტანციაში, ამ შემთხვევაში, მსოფლი საპატრიარქოში დავაყენოთ საკითხი მეუფე პეტრეს რეაბილიტირებისა,“ - განაცხადა თეოლოგმა, გიორგი ტიგინაშვილმა.