გიორგი შაქარარაშვილი მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში 5 ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სასამართლო მოუსმენს დაცვისა და ბრალდების მხარეებს. ადვოკატები მოითხოვენ, რომ სასამართლომ გადახედოს ჩვენებებს და ისინი არ დაუშვას მტკიცებულებად. ადვოკატების შეფასებით, ჩვენებების უდიდესი ნაწილი შეუსაბამოა რეალობასთან და მოწმეები არასანდოები არიან.
დაცვის მხარის მიერ ჩვენებების შეუსაბამოდ ცნობა არ არის საფუძვლიანი. ისინი იმ მოწმეების ამორიცხვას ითხოვენ, რომლებიც, უბრალოდ, არ აწყობთ, რომ საქმეში ფიგურირებდნენ, - ამბობს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.
ცნობისთვის, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმე უკვე არსებით განხილვაში გადავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. მათ გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.
შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.
მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს დაუმძიმა ბრალი.
ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.