
უკრაინული ტელეგრამ არხების ცნობით, რუსი ოკუპანტები, რომლებსაც ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოლჩანსკის აგრეგატების ქარხანა ჰქონდათ დაკავებული, ალყაში არიან და 2 დღეზე მეტია ტერიტორიიდან გასვლას ვერ ახერხებენ. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ზონა ინტენსიურად იბომბება უკრაინული არტილერიისა და ავიაციის მიერ.
ადგილზე მყოფი ოკუპანტების თქმით, მედიკამენტებისა და საკვების მარაგი უკვე იწურება, დაჭრილი და მოკლული ოკუპანტების რაოდენობა კი იზრდება.