ზელენსკის დროს ახალი "მინსკი" ან "ბუდაპეშტი" არ იქნება | ერმაკი შეთანხმებებზე

გამოქვეყნდა:

უკრაინა არ ცვლის თავის პოზიციას მშვიდობის ხედვასთან დაკავშირები, ის უცვლელია სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი, რომელიც შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე იმყოფება.

"რა არის ჩვენი ძალა? ჩვენ ძალიან პრინციპულები ვართ და არ ვცვლით ჩვენს პოზიციას ქარის მიმართულებით. პრეზიდენტ ზელენსკის დროს, არ იქნება შეთანხმებები ისეთი სახით, როგორიც იყო მინსკის, ან ბუდაპეშტის, რომელმაც არ მოგვცა გარანტიები“, - განაცხადა ერმაკმა.

მან დასძინა, რომ უკრაინა სამშვიდობო სამიტზე აბსოლუტურად მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს და მოელის, რომ მონაწილეები შეთანხმდებიან ერთობლივ გეგმაზე, რომელიც მომავალში რუსეთს გადაეცემა განსახილველად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი