პარტია "ახალი" რეგიონებში გადის. პირველი გაჩერება იმერეთია, სადაც მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ზესტაფონში, თერჯოლასა და ქუთაისში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მოსახლეობისგან იმ პრობლემების შესახებ მოისმინეს, რომელიც მათ ქალაქებში წლებია მოუგვარებელია.
სამივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივები თანხმდებიან, რომ ცვლილების დრო მოვიდა და არჩევნების გზით ის ხელისუფლება უნდა ჩამოაშორონ ძალაუფლებას, რომელმაც ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა გადაწყვიტა.
პარტია "ახალი" ქუთაისში მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ხვდებიან.
"ახალის" წევრები ქუთაისის შემდეგ წყალტუბოში გადაინაცვლებენ, ხვალიდან კი შეხვედრები სამეგრელოში გაგრძელდება.